გუშინ, თბილისში მომხდარ თავდასხმებს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ეხმაურებიან.
დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი განცხადებას "ტვიტერზე" ავრცელებს.
"ვგმობთ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს,"- ნათქვამია განცხადებაში.
ნედ პრაისი წერს, რომ საქართველოს ლიდერები და სამართალდამცავები ვალდებულები არიან დაიცვან გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილეები.