გუშინ თბილისში განვითარევბულ მოვლენებს და მედიაზე განხორციელებულ ძალადობას სამოქალაქო სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეწფასებით, ეს იყო წინასაარჩევნო გარიგება საპატრიარქოსთან და მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დაგეგმილი დაპირისპირება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი თავი გააუქმა. მან უარი თქვა მართლწესრიგის დაცვაზე. ეს არის შემაშფოთებელი, ჩვენ ვიხილეთ ძალადობის ძალიან მძიმე კადრები. ეს დემოკრატიული განვითარების პროცესში არის უკან სვლა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტები დროულად უნდა იქნას გამოძიებული.
ძალადობის წახალისება, დაშვება და ნორმალიზება თავად ხელისუფლებამ მოახდინა და ნამდვილად არ მაქვს იმედი, რომ მისი საგამოძიებო ინსტიტუტები დღეს უკვე ამ ფაქტებს გამოიძიებენ," - განაცხადა "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ამ ყველაფრით საპატრიარქოს გული წინასაარჩევნოდ მორიგ ჯერზე მოიგო და ეს, მათივე თქმით, პირველად არ ხდება.