პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრისას განაცხადა, რომ გმობს ყველანაირ ძალადობას და მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.
"ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ და მინდა ეს ფაქტი საჯაროდ დავგმო. კატეგორიულად მიუღებელია ეს ყველაფერი. ჟურნალისტებზე ძალადობა მიუღებელია. პოლიცია ძალიან აქტიურად მუშაობს, ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა შესაბამისად დაისჯება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.