16 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ორ საათზე მეტია გოჩა აბუსერიძეს უსმენენ. დეპუტატები სულ 9 პირს უნდა გაესაუბრონ.

რეგლამენტის მიხედვით, პროცესში ჩართვა ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს შეუძლიათ.

თუმცა მათი დიდი ნაწილი გასაუბრებას პროტესტის ნიშნად არ ესწრება. ხელისუფლების ოპონენეტები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატების მოწოდებას უერთდებიან, რომ რეფორმის დასრულებამდე მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეწყდეს.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით მიჰყვებიან.

დღის ამბები