ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თბილისში, პარლამენტის წინ კახა კუჭავას მიერ ევროკავშირის დროშის აღმართვას სოციალურ ქსელ twitter-ზე გამოეხმაურა.
"ევროკავშირთან ინტეგრაცია და წევრობა ქართველთა 80 %-ზე მეტის მტკიცე სურვილია. მადლობა თავმჯდომარე კახა კუჭავას ამ ნების სიმბოლოს აღდგენისთვის. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად არის დაცული და გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია ყველასთვის,“ - წერს სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი.