პარტიამ "საქართველოსთვის" სამეგრელოში პირველ ოფისი გახსნა. პარტიის რეგიონული წარმომადგენლობის გახსნას ზუგდიდში ექს-პრემიერი და პარტიის ლიდერი გიორგი გახარიაც დაესწრო. ის ზუგდიდს სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქად მოიხსენიებს.
გიორგი გახარიას თქმით, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ზუგდიდი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი და მაგალითი აფხაზეთში მცხოვრებთათვის.