პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეწინააღმდეგება ანა დოლიძე.
პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა მომხრეებთან ერთად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა.
შეკრებილები ამბობენ, რომ ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია სასამართლო სისტემაში მორჩილი მოსამართლეების დრო დასრულდეს.
"ეს ცხრავე კანდიდატი არის ერთი და იგივე სახე, ეს არის სახე ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მორჩილი სასამართლოსი," - პარტიის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე.