16 ნოემბერი 2024,   23:24
ვრცლად
ევროინტეგრაცია ქართველების 80%-ზე მეტს სურს - ვიოლა ფონ კრამონი კახა კუჭავას ევროკავშირის დროშის აღმართვისთვის მადლობას უხდის 

პარლამენტის შენობის წინ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის დროშის აღმართვას ეხმაურება ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია ქართველების 80%-ზე მეტს სურს და კახა კუჭავას ამ ნების გამომხატველი სიმბოლოს აღმართვისთვის მადლობას უხდის.

"კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია სრულად იყოს დაცული და გამოხატვის თავისუფლება ყველასთვის გარანტირებული იყოს," - წერს ევროდეპუტატი "ტვიტერზე".

ევროკავშირის დროშა ძალადობრივი ჯგუფების წევრებმა 5 და 6 ივლისის მოვლენების დროს ორჯერ ჩამოხსნეს, ნაფლეთებად აქციეს და დაწვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები