16 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
უახლოეს ორ კვირაში ჩამოვყალიბდებით ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მისი კანდიდატურა თბილისის მერობაზე ნამდვილად განიხილება.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, იქნება თუ არა მერობის კანდიდატი, უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი.

"ნაციონალური მოძრაობის" გეგმები დიდად არ ვიცი და არც მაინტერესებს. მე არ ვიცი ვიქნები თუ არა მერობის კანდიდატი, გვსურს დავსხდეთ პარტიაში და ვისაუბროთ, თუმცა ისეთი ამბები ხდება ქვეყანაში, ვერ მოვახერხეთ.

უახლოეს ორ კვირაში ჩამოვყალიბდებით, ვიქნები თუ არა მე მერობის კანდიდატი.

ძალიან საინტერესო გუნდი გვყავს, განსაკუთრებით თბილისში, სულ ტრენინგები გვქონდა და ვვარჯიშობდით, თუმცა, როდესაც ქვეყანაში ასეთი ფონია, პრეზენტაციაზე დადგომა და მშვიდად საუბარი უხერხულია,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

 

დღის ამბები