27 აპრილი 2024,   04:35
ვრცლად
ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში - გიორგი ფხაკაძე ახალი საშიში შტამების "ლამბდას" და K404N-ის შესახებ გვაფრთხილებს 

ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ კორონავირუსის ახალი ვარიანტების, მათ შორის "ლამბდა" ვარიანტის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული ვარიანტი უკვე გავრცელებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში და მისი გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია.

"შორეული ნათესავია ინდური შტამის. ძირითადად ლათინურ ამერიკაში ვრცელდება. ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში, რომელზეც ვიძახი, რომ ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, ეს არის K404N, რომელიც მართლა საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 3 დღეში,  ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი, სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია," - განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

დღის ამბები