ნიკა მელია, რომელიც ცდილობს, "ქართული ოცნების" ოფისში შევიდეს, ამბობს, რომ ხელისუფლებას "საათები აქვს დარჩენილი".
"ნორმალური ხელისუფლება ახლა შეგვხვდებოდა, სანამ ეს ყველაფერი, მორალური ძალა რომ შერჩათ ჭიდაობისთვის, ამის ნაცვლად შეგვხვდებოდნენ - მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და მე აქ ვართ, მაგრამ დამნაშავეები არიან, შემალულები არიან..." - ამბობს მელია.
ნაცმოძრაობის ლიდერის თქმითვე, დასასვენებლად წასული თბილისელები დედაქალაქში უნდა დაბრუნდნენ და ხელისუფლების გადადგომა უნდა მოითხოვონ.