ხმაური "ქართული ოცნების" ოფისთან - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად "ოცნების" ოფისში შესვლას ცდილობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოვიდნენ და მშვიდობიანი დიალოგი გამართონ ოპოზიციასთან.
"ამდენი პოლიციელი რომ ყოფილიყო რუსთაველზე 5-ში, ჩვენ ასეთ მძიმე დღეებს არ მივიღებდით და არ დავკარგავდით ახალგაზრდა ლექსოს სიცოცხლეს. მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", რომ სასწრაფო წესით მოხდეს ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრა, რათა შექმნილი სიტუაცია იქნას განმუხტული.
მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, მოქმედი სტრუქტურები, პოლიცია, რომელიც დაიცავს კანონს და არა ერთ კაცს და რამდენიმე გიჟი პოლიტიკოსის ძალაუფლებას.
ეს ქვეყანა არ არის "ქართული ოცნების", ეს ქვეყანა არის საქართველოს მოქალაქეების, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ.
არანაირი ვადა - აქ ვდგავართ, რამდენიმე წუთში გამოვიდნენ, ჩვენ შევალთ და დავილაპარაკებთ.
ჩვენ შევალთ მათთან ოფისში, რომ ეს ესკალაცია არ განვითარდეს და არ გადაიზარდოს უფრო უარეს მდგომარეობაში. მე, ნიკა [მელია], ელენე [ხოშტარია] შევალთ ახლა „ოცნების“ ოფისში და დაველაპარაკებით, რომ ამ ქვეყანამ მშვიდობიანად გადალახოს ის კრიზისი, რომელშიც ამ "ოცნებამ" შეიყვანა. ეს არის გამოსავალი. მოვუწოდებ, ახლა ისინი მისმენენ მე - გამოვიდნენ, შევალთ ჩვენ პარტიის ლიდერები მათ ოფისში და დავილაპარაკებთ, რა არის გამოსავალი - ეს არის დიალოგი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.