16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"დღეს ლექსო ლაშქარავა არის ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო, სამწუხაროდ, ვერ დავიცავი მისი სიცოცხლე" - "ტვ პირველის" დირექტორი

"ქართული ოცნების" ოფისთან მედია-მენეჯერებმა საერთო განცხადება გააკეთეს. ერთობლივი ბრიფინგი "ტვ პირველის", "მთავარი არხის", "ფორმულას" და "კავკასიის" ხელმძღვანელებმა გამართეს.

"დღეს ლექსო ლაშქარავა არის ამ ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო. მე მინდა, განსაკუთრებით, მივამართო მშობლებს, ვისაც ჰყავს შვილი, დღეს დედას გაუთენდა დღე და მისი შვილი არის გარდაცვლილი, იცით რატომ? იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭი გადაეფარა 20 წლის გოგოს რომ არ ჩაექოლათ და არ მოეკლათ, სამწუხაროდ თვითონ ჩაქოლეს და მოკლეს.

დღეს ჩვენ არაფერი დაგვრჩა, გარდა სოლიდარობისა. გამოდით, მშობლებო! მე, როგორც ერთი მშობელი, აქ ვდგავარ, რომ დავიცვა ჩემი შვილების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მე, სამწუხაროდ, ვერ ვერ დავიცავი ჩემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე, ბოდიშს ვუხდი მე მის ოჯახს. მე მივიჩნევ ჩემს თავს დამნაშავედ, იმიტომ რომ ამ სახელმწიფოს იმედი მე არ მაქვს. ბოდიშს ვუხდი მის მშობლებს, მის ნათესავებს, მეგობრებს, ბოდიშს ვუხდი მთელ ქვეყანას. მშობლებო, გამოდით და დაუდექით თქვენს შვილებს გვერდით!" - განაცხადა "ტვ პირველის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ წერეთელმა.

დღის ამბები