პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რუსეთის ინტერესებშიცაა საქართველოში ეროვნული განხეთქილება მოხდეს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ევროპული ფასეულობების არასწორი ფორმით ჩვენებას ემსახურება.
"ეს იყო, ასევე, რუსეთის ინტერესებშიც, რომ მოხდეს ეროვნული განხეთქილების შემოტანა, ისედაც დაყოფილი საზოგადოების ხელახლა გახლეჩვა და ამის, თუნდაც, ევროპული ფასეულობების არასწორი გზითა და ფორმით ჩვენება და დისკრედიტაცია," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.