საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები პრორუსულ ძალას ემსახურება.
გია ვოლსკის განცხადებით, განვითარებული მოვლენების უკან სწორედაც "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
"ესენი პრორუსული ძალა რომ არის, ჩემზე კარგად თქვენ არ იცით. ეს არის სწორედაც პრორუსული ძალა, რომლის წარმოჩენა ჩვენი საზოგადოების მოწინავე ეტაპზე მოახერხა "ნაცმოძრაობამ", რომელიც არათუ პრორუსული ძალაა, არათუ რაიმე ემოცია აქვთ, ზუსტადაც, თავის საქმით არიან რუსულ წისქვილზე წყლის დამსხმელები და სინერგია ამ ორი ძალისა, სწორედაც, ემსახურება რუსული ინტერესების გატარებას ქვეყანაში და ამას ერთი სახელი ჰქვია, ეს არის დესტაბილიზაცია," - განაცხადა გია ვოლსკიმ.