ხელისუფლებაში მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქციებს და მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნევენ. "ქართულ ოცნებაში", ასევე, ამბობენ, რომ კონკრეტული პარტიები და მედიასაშუალებები ტრაგედიას მხოლოდ მათი ინტერესებისთვის იყენებენ, რაც, მათი შეფასებით, ამორალურია.
"ხელმოცარულ ოპოზიციას უნდა ახლა საბაბი ნახოს, რომ ხალხი გამოიყვანოს, თავიანთი ჭკუით და ახლა მოითხოვენ პრემიერის გადადგომას. ვნახეთ ეს უკვე. არც მხარდაჭერა აქვთ, არც შესაბამისი რესურსი აქვთ ადამიანური და არც მორალური უფლება აქვთ, რომ ჩვენ გვეძახიან მოძალადეებს. ვინ? ბოკერია, სააკაშვილის გუნდი.
შეიძლება გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირება? ეს ხომ ამაზრზენია," - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ.