საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციისა და "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გიორგი თევდორაშვილი დანიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა.