16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
"ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების დემონსტრაციული აქტი" - SJC 5-6 ივლისის მოვლენების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს

5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრი". არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროცესი ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირებს და არაფერს აკეთებს ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია გამოძიების ამ დინამიკას ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების კიდევ ერთ დემონსტრაციულ აქტად მიიჩნევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს პარლამენტს დაიწყოს 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლა, იმისათვის, რომ დაისაჯოს ყველა დამნაშავე.

დღის ამბები