16 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
გვინდა ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს - ნედ პრაისი 5 ივლისის მოვლენებზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, ყველა პირი, ვინც 5 და 6 ივლისს თბილისში  თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, ვინც წააქეზეს ძალადობა პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

"თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5 და 6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, ვინც წააქეზეს ძალადობა, უნდა იყვნენ იდენტიფიცირებულები, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული კანონის სრული სიმკაცრით.

ჩვენ გვაქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ რ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ ვითარებას თვალს დიდი ყურადღებით ვადევნებთ. გვინდა, დავინახოთ, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ.

რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ ჩვენს მოწოდებას, ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ," - განაცხადა ნედ პრაისმა.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კითხვა ქართველმა ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა დაუსვა.

დღის ამბები