ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ დღეს დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტში. შედგება კენჭისყრაც - პირველ ეტაპზე კომიტეტზე, მოგვიანებით უკვე სესიაზე.
პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს 3 ვაკანტურ ადგილზე საერთო ჯამში 6 პირი წარუდგინა. აქედან ორს ცესკოს თავმჯდომარეობის პრეტენზია აქვს.
ცესკოს მოქმედ თანამშრომლებს გიორგი კალანდარიშვილსა და გიორგი სანტურიანს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციის ნაწილი და სამოქალაქო სექტორი.