16 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ - დიპკორპუსი გომელაურს

5-6 ივლისის მოვლენების დროს, ძალადობრივი ჯგუფების მიერ, პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვას, დიპლომატიური კორპუსი საგანგაშოდ მიიჩნევს. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელები ფაქტს, საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირ შეტევად აფასებენ.

"საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ.

ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება.

დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის,"- ნათქვამია წერილში, რომელიც დიპლომატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურს გაუგზავნეს

დღის ამბები