16 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინეს

პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მოუსმინეს. ორივე მათგანი საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომელია - გიორგი კალანდარიშვილთან და გიორგი სანტურიანთან კითხვები სამომავლო ხედვების გარდა 2020 წლის არჩევნების დროს გამოვლენილ ხარვეზებს ეხებოდა.

კანდიდატებს ოპოზიცია იწუნებს - "ქართული ოცნების" ოპონენტების ის ნაწილი, ვინც ბოიკოტში არ არის და სხდომას ესწრებოდა, ამბობს, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ შეცვლის სურათს, რომელიც ცესკოში დღეს არის.

ამ მოცემულობით კი საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე სავარაუდოდ მხოლოდ ექვსი თვით დაინიშნება. 

დღის ამბები