16 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება და ვიდეომასალა მიიტანა.

პარლამენტის დეპუტატი ითხოვს სამართლებრივი დევნის დაწყებას ყველა იმ პირის წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობაში მონაწილეობდნენ და რადიკალურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ.

ხატია დეკანოიძე ითხოვს გურამ ფალავანდიშვილის, კონსტანტინე მორგოშიას და ზურა მახარაძის სისხლის სამართლებლივ პასუხისმგებლობაში მიცემას.

დღის ამბები