16 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
გვჭირდება რომ სასამართლო ფუნქციონირებადი იყოს და თითო მოსამართლეზე 300-მდე საქმე არის იყოს ჩამოკიდებული - ირაკლი ქადაგიშვილი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების დამტკიცებაზე გაკეთებულ განცხადებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან.

ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებით, პროცესი წარიმართა კანონმდებლობის და შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპების გათვალისწინებით.

"იყო მოცემულობა ასეთი, რომ სასამართლო რეფორმის დროს გაგვეთვალისწინებინა სასამართლო რეფორმის რეკომენდაციები. რეკომენდაციები არის სრულად გათვალისწინებული. ბოლოს და ბოლოს, გვჭირდება, რომ სასამართლო ფუნქციონირებადი იყოს და თითო მოსამართლეზე, დაახლოებით, 300-მდე საქმე არის იყოს ჩამოკიდებული უზენაეს სასამართლოში, რაც სასამართლოს მუშაობის და თვითონ მოქალაქეებისათვის სამართლის აღსრულების შეფერხებას იწვევს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები