"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი "ღამის კურიერის" ეთერში შარლ მიშელის დოკუმენტზე და ენმ-ს გეგმებზე საუბრობს. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, შარლ მიშელის დოკუმენტი ვერ შედგა.
"შარლ მიშელი ჩამოდის და მას დახვდება მის მიერ წარდგენილი უკვე დარღვეული დოკუმენტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დახია.
მე ვფიქრობ, მთავარი ის კი არ არის ენმს ხელმოწერა იქნებოდა, თუ არა დოკუმენტზე მთავარი იყო შესრულდებოდა, თუ არა ეს დოკუმენტი. ჩვენმა ამერიკელმა და ევროპელმა მეგობრებმაც თქვეს, რომ ეს დოკუმენტი პრაქტიკულად ვერ შესრულდა. რადგან ის მართლმსაჯულების რეფორმა რომელზეც პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ჰქონდა "ქართულ ოცნებასაც" ვერ შედგა.
"ნაციონალური მოძრაობა" შევა პარლამენტში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები დღის წესრიგში დადგება," - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილისთქმით, პროტესტი რაც ახლა საქართველოშია მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადადგეს, რადგან ის ვალდებულია აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.