16 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
"ყველას დავსჯით სათანადოდ" - პრემიერის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებს მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიებენ

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც ჩადენილი იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიებენ და დამნაშავეებს სათანადოდ დასჯიან.

მისივე თქმით, 5-6 ივლისს პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგად სამართალდამცველებმა 120 პირი დააკავეს.

"ამ ორი დღის განმავლობაში დავაკავეთ 120 ადამიანი. 6 ივლისს მოხდა 100 ადამიანის დაკავება და ძალადობის ფაქტებზე მოხდა უკვე 20 ადამიანის დაკავება. ყველა ძალადობის ფაქტს, რომელიც იქნა ჩადენილი თქვენ მიმართ, ყველას მაქსიმალურად მოკლე დროში გამოვიძიებთ და ყველას დავსჯით სათანადოდ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები