16 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
"ვასრულებთ ყველა ვალდებულებას, დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციებია" - პრემიერი შარლ მიშელის დოკუმენტზე 

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს - უკვე ხვალ გვიან ღამით ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვა. შარლ მიშელთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების ლიდერებსაც ელოდებიან. უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია უმასპინძლებს.

"ყველაფერს ვაკეთებთ ამ შეთანხმების შესასრულებლად და ვასრულებთ ყველა ვალდებულებას. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები. მე ასე ვუყურებ, ჩვენ ვართ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. თუ რამე კრიტიკული მოსაზრება არსებობს ამას ჩვენ მოვისმენთ რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება დისკუსია, გავუზიარებთ ერთმანეთს მოსაზრებებს," - განაცხადა პრემიერმა.

მიშელის დღის წესრიგში ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაც დგას. ოპოზიციაში შარლ მიშელის პოზიციას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტი მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით "ოცნებას" გააკრიტიკებს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ თუ 19 აპრილის დოკუმენტის მიმართ დამოკიდებულება არ შეიცვლება, შესაძლოა საქართველო ახალ პოლიტიკურ კრიზისში შევიდეს.

"აუწევენ ყურს და სამწუხაროდ დასრულდება იმით, დიდი ალბათობით, რომ ის ბოლო ტრანში, რომელიც ევროკავშირიდან უნდა მოსულიყო - არ მოვა, რაც იქნება ძალიან ცუდი და საშინელი სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირმა დაუწესა სანქციები და აქ ფულის ჩადება არ შეიძლება, აქ არ არის დემოკრატია, აქ მუშაობს ერთი კაცის კანონი, არ არსებობს სასამართლო,"- განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები