"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს მიმართავს, დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ჯაჭვური რეაქციით სანქციები შემდგომ იმ დეპუტატებზეც გავრცელდება, რომელებიც მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან.
"ჩვენ ვამზადებთ განახლებულ პაკეტს კრიმინალური პორტფელისა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ჩვენ უახლოეს დღეებში სასწრაფო წესით წარვუდგენთ აშშ-ს მთავრობასა და ევროპის კავშირს. დარწმუნებული ვარ სანქციათა მექანიზმის ამუშავება იქნება ჯაჭვური რეაქცია, რათა უკვე შემდგომ ეს გავრცელდეს პარლამენტში წამოსკუპებულ 50-მდე მილიონერ ვაი-დეპუტატზე, რომლებიც აკანონებენ ამ სისხლიან რეჟიმს და უდგანან ადვოკატებად," - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.