16 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
არ მესმის, ან ლექსოს პლაკატის ხელში დაჭერა რატომ არის პრობლემა, ან ბანერის გადმოკიდება - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი უმრავლესობის წევრებს მიმართავს, რატომ არის პრობლემა სხდომათა დარბაზში საპროტესტო ბანერის დაკიდება.

"არ მესმის, ან ლექსოს პლაკატის ხელში დაჭერა რატომ არის პრობლემა, ან ბანერის გადმოკიდება, რატომ არის პრობლემა. მაშინ დაიქირავეთ დაცვა თითოეულმა თქვენგანმა და იარეთ ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში დაცვის თანხლებით," - განაცხადა დეპუტატმა. 

სალომე სამადაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

"ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობის რეაქცია. დაიღუპა ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც სცემეს და რომელიც ვერ დაიცვა ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც დღეს აქ, ძალიან ბევრ კითხვაზე უნდა გაგვცეს პასუხი.

ამორალურს დაუძახებთ თუ არა იმას, რომ დღეს აქ ოპოზიცია და მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმას, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ლექსო ლაშქარავა და 52 სხვა ჟურნალისტი დაუცველი დატოვა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალადობა მოხდა და ადამიანი არის გარდაცვლილი," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები