ხატია დეკანოიძე მოითხოვს, შალვა პაპუაშვილის მიმართ პარლამენტმა რეაგირება მოახდინოს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, თინა ბოკუჩავაზე "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა იძალადა.
"მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასგან მოვითხოვ, რომ მიიღეს დიდის ამბით ეთიკის კოდექსი, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს შალვა პაპუაშვილის იმ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა თინა ბოკუჩავას მიმართ. ესენი არიან მოძალადეები როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე მის გარეთ," - განუცხადა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს.