16 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
დაბრალებებს არ ვიყოთ, რა ძალადობა? - შალვა პაპუაშვილი თინა ბოკუჩავაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავასთას სპიკერატიდან ძალის გამოყენებით ჩამოყვანას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები. სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ. თინასთან ვწუხვარ,"- წერს პაპუაშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კანონმდებლებს შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა სპიკერატიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა.

დღის ამბები