16 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
მივედით იქამდე, რომ ევროკავშირმა სანქციები დაგვიწესა მაკროფინანსურ დახმარებაზე - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროკავშირმა საქართველოს მაკროფინანსურ დახმარებაზე სანქციები დაუწესა. 

მისივე თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს მთავრობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს. 

"უკვე მივედით იქამდე, რომ ევროკავშირმა, შარლ მიშელმა გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სანქციები, წინაპირობები დააწესა მაკროფინანსურ დახმარებაზე.

გვეხმარება ევროპა, ამერიკა, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, მაგრამ ჩვენ თუ არ დავეხმარეთ ჩვენს თავს, ხელი არ გავანძრიეთ და ქვეყნის აღმშენებლობა არ დავიწყეთ, არაფერი წინ არ წავა,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ იქამდე შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი იყო და მისი შესრულება არის წინაპირობა, რომ საქართველომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარება მიიღოს. მანვე აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომელიც შედგა საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ ჩართულ პირებთან. 

დღის ამბები