16 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
სკანდალური სხდომის შემდეგ, შს მინისტრს საკანონმდებლო ორგანოში მეორედ მიიწვევენ - როდის მივა ვახტანგ გომელაური პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში მეორედ იწვევენ - გუშინდელი ხმაურიანი მოსმენის შემდეგ, მინისტრის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დასაბარებლად პროცედურები უნდა დაიწყოს.

როდის დაიბარებენ შინაგან საქმეთა მინისტრს რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალ ჩანიშნულ ბიუროს სხდომაზე გაირკვევა.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ძალოვანმა მინისტრმა შესაძლებლობა, გაეცა საზოგადოების ყველა კითხვაზე პასუხი, უკვე გაუშვა.

მმართველი გუნდი ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც ვახტანგ გომელაურს გუშინდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა, ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები