ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გზავნილს, რომ აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწეროს შეთანხმებას, მმართველ გუნდში ეხმიანებიან.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საუბარია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" რომელიც თავს არიდებს ვალდებულებებს და სურს დესტრუქციის შეტანა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. მათი პოზიციით აუცილებელია, რომ ოპონენტებმა იფიქრონ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და შეასრულონ პოლიტიკური ვალდებულებები.