სამი მთავარი გზავნილი რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს შარლ მიშელმა დაუტოვა - 19 აპრილის შეთანხმების შესრულება, შეთანხმებაზე "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა და უკმაყოფილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფ დანიშვნაზე.
ყველა პოლიტიკურ გზავნილს ადრესატი ჰყავს, თუმცა მათი ნაწილი ევროპელი დიპლომატის მოწოდებას საკუთარი პირობებით ხვდება. "ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებიდან ამნისტიის კანონის ამოღებას ითხოვს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებების კიდევ ერთი ადრესატი მოსამართლეების ნაწილში მმართველი გუნდია, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარეს ესაუბროს.