მედიაზე ფიზიკური თავდასხმიდან მე-15 დღეს ძალოვანმა უწყებამ ძალადობაში კიდევ ერთი ბრალდებული დააკავა. მას გამოძიება "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურ თავდასხმას ედავება.
პარალელურად, საგამოძიებო უწყება 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს დაზარალებულების სტატუსს ანიჭებს. დღეს დაზარალებულად "კურიერის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე, ასევე, ტელეკომპანიების "მთავარისა" და "ფორმულას" ჟურნალისტები და ოპერატორები ცნეს. დაზარალებულის სტატუსის მიანიჭეს "გურია ნიუსის" ჟურნალისტსაც.
53 რეპორტიორზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის სულ 22 პირია დაკავებული, კიდევ 4-ს გამოძიება თბილისი პრაიდის ოფისსა და მოქალაქეზე თავდასხმას ედავება. გამოძიება გრძელდება, გამოკითხვაზეც იყვნენ, ჩხრეკაც ჩატარდა, მაგრამ პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია ძალადობრივი აქციის არც ერთი ორგანიზატორი და ის პირები, ვინც მედიაზე ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებდა.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე