16 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
კობახიძის შეფასებით, პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას სპიკერატიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა, "იყო აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური"

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის ქმედება ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას  მიმართ ადეკვატური იყო.

კობახიძე ამბობს, რომ დეპუტატებმა წესებს პატივი უნდა სცენ. 

"თინა ბოკუჩავა, ნატო ჩხეიძე და სხვები ძალიან შეეჩვივნენ პარლამენტის ტრიბუნასთან ასვლას, რაღაცა წესებს მათ უნდა სცენ პატივი. ძალიან კარგი იყო რომ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შეაჩერა მორიგი მცდელობის დროს დაეკავებინა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა. ეს არის მიუღებელი და ასეთი წესების პატივისცემა ევალება ნებისმიერ დეპუტატს და ძალიან კარგია, რომ აღიკვეთა მორიგი მიჭრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. რაღაცა წესებს თუ არ ვეცით პატივი, სახელმწიფოებრიობისგან არაფერი დარჩება. აქედან გამომდინარე პასუხი შალვა პაპუაშვილის მხრიდან იყო აბსოლუტურად რელევანტური და ადეკვატური, და მას კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში. 

შეგახსენებთ, 18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც კანონმდებლებს შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ნაცმოძრაობის" დეპუტატი თინა ბოკუჩავა სპიკერატიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა.

დღის ამბები