პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ მოიქცა დღეს გია ვოლსკი ჟურნალისტებთან უხეშად და რატომ წაართვა მან ჟურნალისტებს ლექსო ლაშქარავას ფოტო, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გია ვოლსკის რეაქცია ადეკვატური იყო.
"როდესაც კონკრეტული ტელევიზიები პარტიული ტელევიზიის რეჟიმიდან პარტიულ რეჟიმზე გადადიან, ეს რეაქცია არის რელევანტური და ადეკვატური.
მოთავენი არიან ისინი პარტიული ტელევიზიიდან გადავიდნენ პარტიულ რეჟიმზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი რეაქცია იქნება ასეთი, ჩვენ ვხედავთ პროტესტის ამორალურ ფორმას,"- ირაკლი კობახიძე.