16 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
უახლოეს დღეებში ლოკდაუნსა და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას გამოვრიცხავ, ამას მხარს არ დავუჭერ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ​კოვიდინფიცირებულების სტატისტიკის ზრდას ელოდება, თუმცა მკაცრი შეზღუდვების დაწესებას გამორიცხავს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრობლემასთან გამკლავების რესურსი აქვს.

"გვაქვს რესურსი, რომ ინფიცირების დღევანდელ მოცულობას გავუძლოთ წარმატებით. ინდური შტამი ცუდი და აგრესიული გამოდგა, მაგრამ ჯერ მას გარდაცვალების შემთხვევების ზრდა არ გამოუწვევია.

დეტალები ლამბდაზე არ ვიცი, რადგან, საბედნიეროდ, ის ჩვენს სიახლოვეს არ გამოჩენილა. თუმცა ამბობენ, რომ მას აქვს განსხვავებული თვისებები, რიგ შემთხვევებში მიმდინარეობს უფრო მძიმედ.

ზრდა მოსალოდნელია, მაგრამ, ამისთვის საჭიროა ის რეგულაციები მაინც დავიცვათ, რომელიც ახლა გვაქვს. გამოვრიცხავ, უახლოეს დღეებში ლოკდაუნსა და მკაცრ შეზღუდვებზე დაბრუნებას, მე პირადად, ამას მხარს არ დავუჭერ,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები