16 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
ოპოზიციის დღის წესრიგია, შექმნან ილუზია, თითქოს ქვეყანაში ყველაფერი ცუდად მიდის - გურამ მაჭარაშვილი

"ქართული ოცნების" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიცია 5 ივლისის მოვლენების სათავისოდ გამოყენებას ცდილობს.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამგვარად ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად მიდის. 

"ერთ ადამიანსაც ვერ მოიყვანთ, რომელიც იტყვის, რომ დიახ, იყო მოსალოდნელი. წარმოუდგენელია, რომ რაღაცნაირად განსაზღვრო შეკრებილი რამდენიმე ათასი ადამიანი რომელ ლოკაციაზე წავა. ოპოზიციას ნამდვილად არ ადარდებს პრევენციული ზომები, ამის მერე რა მოხდება, ან მაშინ რა მოხდა, სამწუხაროდ, ყველა საკითხში მათი დღის წესრიგია, რომ შექმნან ილუზია, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად მიდის,"- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

დღის ამბები