16 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
თამაშგარეთ დარჩენილი უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - ვაშინგტონმა "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის პროექტს მხარი დაუჭირა

პოლიტიკური თამაშის გარეთ დატოვებული უკრაინა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები - ოფიციალურმა ვაშინგტონმა ბერლინთან ურთიერთობების დათბობის სანაცვლოდ "ჩრდილოეთი ნაკადი 2"-ის პროექტის დასრულებას მხარი დაუჭირა.

ამერიკელი და გერმანელი პოლიტიკოსების ამ გადაწყვეტილებამ, არ არის გამორიცხული, რუსეთს უკრაინაზე ზეწოლის ახალი ბერკეტები მისცეს, თუმცა, ოფიციალური ბერლინი ირწმუნება, რომ ეს რისკი შეთანხმებაში გათვლილია და კიევს ახალი გაზსადენის გამო სამხედრო-პოლიტიკური პრობლემები არ შეექმნება.

მიუხედავად გერმანიის მტკიცებისა, უკრაინა და მისი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები იმედგაცრუებას ვერ მალავენ. აგვისტოს ბოლოს ვლადიმერ ზელენსკი ამ საკითხის ჯო ბაიდენთან განხილვას პირისპირ შეხვედრაზე აპირებს, თუმცა, რთული სათქმელია, შეცვლის თუ არა პროექტში რაიმეს ეს შეხვედრა. გაზსადენის მოწინააღმდეგეთა რიგებშია ევროკომისიაც.

დღის ამბები