26 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
ასობით ათასი ევაკუირებული ადამიანი - ჩინეთში ტაიფუნს ელოდებიან

ჩინეთში ტაიფუნს ელოდებიან. ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდან, პრევენციის მიზნით, ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. პორტებიდან გაჰყავთ გემები. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და მუზეუმები. შეჩერებულია ფრენები.

ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით ტაიფუნი 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, რომელიც ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას გამოიწვევს.

დღის ამბები