16 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
"ჩვენი მხარდაჭერა არც კალაძეს ექნება და არც მელია-ხოშტარიას ტანდემს" - რას აპირებს ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე 

ალეკო ელისაშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ. "მოქალაქეების" ლიდერის განცხადებით, პარტიის მხარდაჭერა არც კალაძეს ექნება და არც მელია-ხოშტარიას ტანდემს.

"ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ როგორც პარტია, თბილისში, ძირითად რაიონებში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები და ჩვენ პარტიული სიით მივიღებთ მონაწილეობას. ღრმად ვარ დარწმუნებული, სოლიდურად ვიქნებით თბილისის საკრებულოში წარმოდგენილი. დღეს ვინც დასახელებულია მერობის კანდიდატებად, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. პირველ რიგში, გამორიცხულია, რომ კალაძეს ჰქონდეს მხარდაჭერა და ასევე მელია- ხოშტარიას ტანდემს არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა," - განაცხადა ელისაშვილმა.

დღის ამბები