16 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
ისრაელმა საქართველოს "წითელ ზონაში" შეყვანა გადადო

ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს პარასკევიდან შეეზღუდებოდათ. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე.

კომიტეტეტის თავმჯდომარემ გილად კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ დამატებითი განმარტების წარმოდგენა მოსთხოვა.

ისრაელი ამ ეტაპზე ინფიცირების ყველაზე მაღალ რისკად შემდეგ ქვეყნებს განიხილავს - არგენტინა, ბელორუსი, ბრაზილია, ინდოეთი, ყირგიზეთი, მექსიკა, რუსეთი, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა და უზბეკეთი.

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო "ნარინჯისფრიდან" "წითელი" ქვეყნების სიაში უნდა გადასულყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებოდათ ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.

დღის ამბები