16 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სერტიფიკატის აღიარება ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით მოხდა:

"სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ,"- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები