ელენე ხოშტარიას ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი სოლიდარობას უცხადებს თითოეული მედიის წარმომადგენელს და აღნიშნავს, რომ დღეს ჟურნალისტებს საფრთხის ქვეშ მუშაობა უწევთ.
პოლიტიკური მოძრაობის "დროა" დამფუძნებელი პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე ძალადობის წახალისება და მოწოდება მმართველი გუნდის მხრიდან ხდება.
"მოვუწოდებ ყველას, კარგად გვესმოდეს, თუ ჩვენ დავკარგეთ მედია, რაც დაუშვებელია და არ მოხდება, ჩვენ დავკარგავთ აბსოლუტურად ყველა თავისუფლებას," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.