16 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
როდესაც პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება - კახა კალაძე "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც პარტიები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება. ამ განცხადებით კალაძე მმართველი გუნდის დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

"გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ძალიან ვრცელი ახსნა-განმარტება იყო ბრიფინგზე გაკეთებული. შეთანხმება, რომელიც შედგა აპრილში, ამ შეთანხმების მიზანი იყო პოლარიზების დასრულება. ამ შეთანხმების მიზანი იყო, რომ გადავსულიყავით ცივილიზებულ, ნორმალურ ურთიერთობაზე. როდესაც შეთანხმება ფორმდება, ის ცალმხრივი არასდროს არ არის. როდესაც პარტიები, პოლიტიკური პირები არ აწერენ ხელს შეთანხმებას, ცხადია ის შეთანხმებად ვერ ჩაითვლება," - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

დღის ამბები