პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის გრიგოლ გეგელიას შეფასებით, "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაქცევაა. როგორც გეგელიამ "დღის კურიერში" განაცხადა, მმართველი გუნდი დღემდე ჩატარებული კვლევით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ს ვერ იღებს, რამაც ხელისუფლების შეთანხმებიდან გასვლა გამოიწვია.
"ქართული ოცნება" ხედავს, რომ მარცხდებიან ძალიან მწარედ ამ არჩევნებში. ამას აჩვენებს უკლებლივ ყველა კვლევა, რომელიც სხვათაშორის მათაც აქვთ ჩატარებული და მათივე კვლევაც აჩვენებს, რომ ისინი ვერ იღებენ იმ 43%-ს და ბევრად ჩამორჩებიან, ამიტომ ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების გაქცევა ხალხის და სახელმწიფოს ხარჯზე,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია.