16 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატი დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე საპარლამენტო მანდატს ტოვებს. როგორც სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა, "ქართულმა ოცნებამ" მიშელის დოკუმენტის ანულირებით დასავლური სივრცე დატოვა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განმარტებით, მისი თხოვნის საფუძველზე პარტია პარლამენტში ფორმალურად დარჩება.

"გუშინვე ოცნებამ აღიარა, რომ ის ბარდება წარსულს. ეს არ ცვლის ჩვენს გეგმებს დღის წესრიგში. გუშინ "ოცნებამ" დატოვა დასავლური სივრცე და მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რუსეთი დაასახელა. კიდევ უფრო ნათელი გახდა, რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი ერი. 

ჩვენ შევდივართ ბრძოლაში ამ ქვეყნის გამარჯვებისთვის. არანაირი სიტყვა ბოიკოტთან დაკავშირებით, ეს არის "ქართული ოცნების" ოცნება.

რაც შეეხება პარლამენტს, მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თხემით ტერფამდე ელენესთან ერთად გავდივარ რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად. გუნდის შიგნით მე ვთხოვე მათ, რომ ფორმალურად დარჩნენ პარლამენტში,"- აღნიშნა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები