საპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, აუცილებელია დასავლელ პარტნიორებს ჰქონდეს ოპოზიციის იმედი, სწორედ ამ მიზნით, ხელისუფლების ოპონენტებმა პარლამენტი არ უნდა დატოვონ.
"ქართული ოცნება" იძულებული გახდეს ჩვენი ერთობლივი და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით ხელი მოაწეროს მე ამას ვუშვებ, თუ შეთანხმებულად ვითანამშრომლებთ.
ჩვენი მეგობრებისგან რა საფრთხეც არსებობს არის ის, რომ ამ ყველაფრის შემხედვარე ჩვენზე ხელი არ ჩავიქნიონ და თავი არ დაგვანებონ "ქართული ოცნების" და ენმ-ს ჩხუბის შემყურემ.
მე ვიცი, რომ ამ წუთას ყველა ელოდება ოპოზიციისგან ხელმოწერას, ამიტომ პარლამენტიდან გასვლა კი არა წინ უნდა ვიხედებოდეთ და უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვება, რომ ოპოზიციის იმედი ჰქონდეთ. ხელისუფლების იმედი იმათ უკვე აღარ ექნებათ, ოპოზიციაზეც იგივე წარმოდგენა აქვთ და ამაზე უნდა ვიზრუნოთ,"- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას.